თეთრი კვადრატი მინდელზე

14.09.2026

თეთრი კვადრატი მინდელზე

14.09.2026

გიზიარებთ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას:

ინფორმაციის შენახვა
  • კორპუსი #1: დასრულდა პარკინგის მოწყობის სამუშაოები. დამონტაჟდა ორივე ლიფტი. ამჟამად მიმდინარეობს ლიფტის უჯრედების სამღებრო სამუშაოები.

 

  • კორპუსი #2: სრულდება პარკინგის დახაზვის სამუშაოები. მიმდინარეობს ლიფტის უჯრედების ღებვა. დასრულდა ფასადის მოწყობა. ასევე დასრულებულია სახურავზე ჰიდროიზოლაციის მოწყობის და მოჭიმვის სამუშაოები.

 

  • კორპუსი #3: მონოლითური სამუშაოები მიმდინარეობს მე-4 სართულზე. პერიმეტრის კედლების მოჩარჩოება დასრულებულია -2;  სართულიდან 2 სართულის ჩათვლით. ხოლო ბლოკის წყობა ამჟამად მიმდინარეობს მე-2 სართულზე. 

 

  • კორპუსი #4: ჩაისხა მე-21 სართულის გადახურვის ფილა. პერიმეტრის კედლების მოჩარჩოება შესრულებულია მე-12 სართულის ჩათვლით. ამავე სართულზე მიმდინარეობს ბლოკის წყობის სამუშაოები. ალუმინის კარ-ფანჯარა უკვე ჩასმულია -3 სართულიდან მე-6 სართულის ჩათვლით.

 

  • კორპუსი #5: მიმდინარეობს მე-2 საცხოვრებელი სართულის (მე-7 კონსტრუქციული) გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები.

 

  • კორპუსი #6: სრულდება ქვაბულის მოჭრის სამუშაოები.